სერგი კუხიანიძე დილას ფეხბურთელია - ამის შესახებ ინფორმაციას გორული კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"სერგი კუხიანიძემ ჩვენს კლუბთან 2 წლიანი ხელშეკრულება უკვე გააფორმა და გუნდსაც შეუერთდა, თუმცა გამომდინარე იქიდან რომ სერგიმ სეზონი სხვა გუნდის (სამგურალის ) შემადგენლობაში დაიწყო და იქ ოფიციალურ მატჩებში გარკვეული წუთები უკვე ითამაშა, ახალ გუნდში ოფიციალური მატჩების ჩატარების უფლება სატრანსფერო ფანჯრის გახსნის წუთიდან ( 20 ივნისიდან ექნება) და გუნდის დახმარებასაც სწორედ ამ დროიდან შეძლებს.
სერგის კარიერია ქუთაისის ტორპედოს აკადემიაში დაიწყო, რის შემდეგაც მარტვილის მერანს შეუერთდა 2019 წლიდან კი წყალტუბოს ,,სამგურალის” ღირსებას იცავდა.
სერგი კუხიანიძეს საქართველოს 21 წლამდე ნაკრებში 4 ეროვნულში ნაკრებში კი 1 მატჩი აქვს გამართული", - წერია განცხადებაში.