"ინტერში ხოაკინ კორეას ხვიჩა კვარაცხელიათი ჩავანაცვლებდი" - იტალიელი ჟურნალისტი » სპორტის ხაზი

"ინტერში ხოაკინ კორეას ხვიჩა კვარაცხელიათი ჩავანაცვლებდი" - იტალიელი ჟურნალისტი

"ინტერში ხოაკინ კორეას ხვიჩა კვარაცხელიათი ჩავანაცვლებდი" - იტალიელი ჟურნალისტი
17-05-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიელებისთვის პოპულარულმა ინტერის გულშემატკივარმა და ჟურნალისტმა, პაოლო ბონოლისმა მედიასთან ნერაძურის შესახებ ისაუბრა.

როგორც ბონოლისმა თქვა, ინტერმა სეზონის დასრულების ბოლოს ტრანსფერებზე უნდა იფიქროს, რათა რამდენიმე პოზიციაზე კიდევ უფრო დამაჯერებელი გახდეს, ასეთი ერთ-ერთი კი ხოაკინ კორეას პოზიციაა, სადაც პაოლოს ხვიჩა კვარაცხელიას ყიდვა სურს:

"მაროტა სატრანსფერო საქმეების ნამდვილი ბატონია, ფეხბურთის საოცრად მცოდნე მენეჯერი, რომელსაც ეს სპორტი თავიდან ბოლომდე იდეალურად ესმის."

"ფეხბურთელი, რომელსაც ინტერში ვიხილავდი ხვიჩა კვარაცხელიაა, ან თუნდაც პაულო დიბალა, ორივენი შესანიშნავი მოთამაშეები არიან."

"ჩემი აზრით, კორეა სწორედ ასეთი შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელით უნდა ჩავანაცვლოთ, ფეხბურთელით, რომელსაც თავისი უნარებით კაცის მოტყუება და განსხვავების შექმნა შეუძლია."
- თქვა ბონოლისმა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი