"ლაციო კვარაცხელიას მსგავსი ტრანსფერის განხორციელებაზე ოცნებობს" - მიქაუტაძეს რომაულ გუნდს უკავშირებენ » სპორტის ხაზი

"ლაციო კვარაცხელიას მსგავსი ტრანსფერის განხორციელებაზე ოცნებობს" - მიქაუტაძეს რომაულ გუნდს უკავშირებენ

"ლაციო კვარაცხელიას მსგავსი ტრანსფერის განხორციელებაზე ოცნებობს" - მიქაუტაძეს რომაულ გუნდს უკავშირებენ
17-05-2023, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

Noibiancocelesti თავის ვებგვერდზე საკმაოდ საინტერესო და ქართველებისთვის დამაინტრიგებელ სტატიას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც რომის ლაციო გიორგი მიქაუტაძეს ჩირო იმობილეს მემკვიდრედ მოიაზრებს.

როგორც ზემოაღნიშნული წყაროდან ვიგებთ, იმობილე რომაული კლუბის დატოვებას ჯერ ნამდვილად არ აპირებს, თუმცა მაურიციო სარის სურს, რომ ჩიროს ეფექტური შემცვლელი ჰყავდეს:

"ლაციოში იმობილეს მემკვიდრეს უკვე ეძებენ, ერთ-ერთი ვარიანტი კი მეცის 22 წლის ქართველი თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძეა, რომელსაც ამ სეზონში ლიგა 2-ში 22 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს."

"გიორგი მიქაუტაძე ტიპური ფორვარდი ნამდვილად არაა, რადგან მისი სიმაღლე სულ რაღაც 176 სანტიმეტრია. ქართველი ფეხბურთელი მოძრაობის სტილით დრის მერტენსს წააგავს, აქვს კარგი საგოლე ალღო და სათამაშო ტექნიკა."

"ლაციო დღემდე ოცნებობს ისეთი ტრანსფერის განხორციელებაზე, როგორიც ნაპოლისა და ხვიჩა კვარაცხელიას შემთხვევაში მოხდა, გიორგი მიქაუტაძე კი ამის გაკეთების საშუალებას იძლევა."
- წერს ვებგვერდი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი