"იმედი მაქვს, რომ ფინალში რეალთან თამაში არ მოგვიწევს" - ხავიერ ძანეტი » სპორტის ხაზი

"იმედი მაქვს, რომ ფინალში რეალთან თამაში არ მოგვიწევს" - ხავიერ ძანეტი

"იმედი მაქვს, რომ ფინალში რეალთან თამაში არ მოგვიწევს" - ხავიერ ძანეტი
17-05-2023, 14:50
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, გუშინ ინტერმა მილანი ჩემპიონთა ლიგის განმეორებით შეხვედრაში 1:0 დაამარცხა და ფინალში კვალიფიცირდა, სადაც მათ ბოლოს 2010 წელს ითამაშეს, როდესაც მიუნხენის ბაიერნს 2:0 მოუგეს.

გუშინდელი გამარჯვების შემდეგ ადგილობრივ ჟურნალისტებთან ინტერის ვიცე-პრეზიდენტი, ხავიერ ძანეტი გამოჩნდა, რომელმაც მილანთან მატჩი შეაფასა და მცირედი კომენტარი ფინალის შესახებაც გააკეთა:

"ახლა ჩვენთვის ძალიან ემოციური და ამაღელვებელი მომენტია, რადგან ფინალამდე მისასვლელ გზაზე უამრავი დაბრკოლების გადალახვა მოგვიწია. ვფიქრობ, დერბიში თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინეთ და ფინალში გასვლაც დავიმსახურეთ. ეს სპორტი საოცარ სიამოვნებას განიჭებს, რადგან შეგიძლია, რომ დიდი ხნის ოცნება რეალობად აქციო."

"დიდი იმედი მაქვს, რომ ფინალში მადრიდის რეალის წინააღმდეგ თამაში არ მოგვიწევს, რადგან შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ტურნირი უბრალოდ მათთვისაა შექმნილი."
- თქვა ძანეტიმ

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ სიტისა და რეალის განმეორებითი შეხვედრა დღეს, ჩვენი დროით 23:00 საათზე შედგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი