ლობოტკა და კვარა - ჩელსიმ ნაპოლის ამ ფეხბურთელების შესახებ უკვე მიმართა » სპორტის ხაზი

ლობოტკა და კვარა - ჩელსიმ ნაპოლის ამ ფეხბურთელების შესახებ უკვე მიმართა

ლობოტკა და კვარა - ჩელსიმ ნაპოლის ამ ფეხბურთელების შესახებ უკვე მიმართა
17-05-2023, 13:43
Aa Aa
გაზიარება:

ლონდონის ჩელსი და მისი მესვეური ტოდ ბოელი აპირებს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კიდევ რამდენიმე ფეხბურთელით გაძლიერდეს. როგორც იწერება, ინგლისელებს სტანისლავ ლობოტკასა და ხვიჩა კვარაცხელიას ვარიანტი ძალიან მოსწონთ.

იტალიური Il Mattino-ს ინფორმაციის მიხედვით, ჩელსისა და ნაპოლის შორის ამავე ფეხბურთელებზე პირველი კონტაქტი უკვე შედგა. მიუხედავად ჩელსის სურვილისა, დე ლაურენტისმა თქვა, რომ ამ ზაფხულს ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე მოთამაშეების გაყიდვას არ აპირებს.

ამის პარალელურად, ინგლისური მედია მოიცვა იმ ინფორმაციამ, რომ ტოდ ბოელი გაჩერებას არ აპირებს და მისთვის დიდი სატრანსფერო გადასახადი პრობლემას სულაც არ წარმოადგენს.

შესაბამისად, აურელიო დე ლაურენტისს შეუძლია, რომ ამავე ფეხბურთელები ორმაგიც კი დააფასოს, რადგან ჩელსი ყველა ვარიანტში მათ ყიდვას და გუნდში არსებული პრობლემების მოგვარებას შეეცდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი