როგორი იქნება კიმის შემოსავალი მანჩესტერში გადასვლის შემთხვევაში? » სპორტის ხაზი

როგორი იქნება კიმის შემოსავალი მანჩესტერში გადასვლის შემთხვევაში?

როგორი იქნება კიმის შემოსავალი მანჩესტერში გადასვლის შემთხვევაში?
17-05-2023, 13:29
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი იწერება იმის შესახებ, რომ მანჩესტერ იუნაიტედს კიმ მინ-ჯეს შეძენა ამავე სეზონის დასრულების შემდეგ სურს.

დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თუ კორეელი ფეხბურთელი "წითელ ეშმაკებში" გადაბარგდება, მაშინ მისი წლიური შემოსავალი 9 მილიონი ევრო იქნება.

სხვათაშორის, დაიწერა ისიც, რომ მანჩესტერელებმა კიმთან და მის გარემოცვასთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმეს და ახლა ჯერი ნაპოლისა და აურელიო დე ლაურენტისზეა.

შეგახსენებთ, რომ კიმ მინ-ჯე იტალიურ გუნდში გასულ სეზონში თურქული ფენერბაჰჩედან 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი