როგორც იცით, დღეს ინტერი და მილანი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის განმეორებით შეხვედრას გამართავენ, რომლის პირველი მატჩიც სიმონე ინძაგის გუნდმა 0-2 მოიგო.
გთავაზობთ სწორედ ინძაგის პრესკონფერენციას, რომელიც მან განმეორებითი მატჩის დაწყებამდე გამართა:
"ზუსტად ვიცით, რომ გულშემატკივრები მხარს ბოლომდე დაგვიჭერენ, მათი იმედი ყოველთვის გვქონდა. მილანთან შეხვედრაში საუკეთესოდ სათამაშოდ როგორც თბილი და ანთებული გული, ისე ცივი და პრაგმატული გონება გვჭირდება. ჩემპიონთა ლიგის ეს შეხვედრა ინტერის ასწლოვანი ისტორიის უდიდესი მნიშვნელობის ნაწილია და შევეცდებით, რომ ჩვენი ოცნება აუცილებლად ავისრულოთ."
"ცხადია, უპირატესობა მოპოვებული გვაქვს, თანაც დამსახურებულად, თუმცა წინასაწარ არაფრის თქმა არ შეიძლება, რადგან ჩვენს მეტოქეს საკმაოდ ხარისხიანი და მრისხანე შეტევა ჰყავს, რომლის განეიტრალებასაც მთელი ძალებით შევეცდებით."
"ვიცი, რომ ტურპენი (მსაჯი) ფრანგია, ისევე როგორც მილანის ზოგიერთი ფეხბურთელი, თუმცა ამაში პრობლემას საერთოდ ვერ ვხედავ." - თქვა ინძაგიმ
ცნობისთვის, ინტერისა და მილანის განმეორებითი შეხვედრა ჩვენი დროით 23:00 საათზე დაიწყება.