"წესით, რაფაელ ლეაო ინტერთან სათამაშოდ მზად იქნება" - სტეფანო პიოლი » სპორტის ხაზი

"წესით, რაფაელ ლეაო ინტერთან სათამაშოდ მზად იქნება" - სტეფანო პიოლი

"წესით, რაფაელ ლეაო ინტერთან სათამაშოდ მზად იქნება" - სტეფანო პიოლი
16-05-2023, 16:37
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, დღეს ინტერი და მილანი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის განმეორებით შეხვედრას გამართავენ, რომლის პირველი მატჩიც სიმონე ინძაგის გუნდმა 0-2 მოიგო.

გთავაზობთ მილანის დამრიგებლის, სტეფანო პიოლის პრესკონფერენციას, სადაც მან დაასკვნა, რომ ლეაო ინტერთან სათამაშოდ მზად უნდა იყოს:

"ჩვენი მიზანი ისაა, რომ პირველი შეხვედრის მსგავსად არ ვითამაშოთ და გაცილებით პროდუქტიულები ვიყოთ, რისთვისაც დიდი მონდომებითა და კონცენტრაციით ვემზადებით."

"რაფაელ ლეაო თავს კარგად გრძნობს, ისევე როგორც კრუნიჩი და მესიასი. დიდი ალბათობით, ინტერთან სამივეს გამოყენების შესაძლებლობა გვექნება."

"ცხადია, 1/2 ფინალში არც თუ იოლი დავალება გვაკისრია, თუმცა ფინალში გასვლის შანსები მაინც გვაქვს, რასაც სეზონის დასაწყისში ცოტა თუ იწინასწარმეტყველებდა. ალბათ, ახლაც ყველას ჰგონია, რომ ფინალში ინტერი გავა. ჩვენ ჩვენივე შანსებისა და იმ შეცდომების გამოყენება უნდა ვცადოთ, რომლებსაც ინტერი აუცილებლად დაუშვებს."

"მსაჯებზე კომენტარს არ ვაკეთებ, ამაზე საუბარი არ მიყვარს. ინტერთან გავალთ და ჩვენი თავის საუკეთესო ვერსიის წარმოჩენას შევეცდებით."
- თქვა პიოლიმ

ცნობისთვის, ინტერისა და მილანის განმეორებითი შეხვედრა ჩვენი დროით 23:00 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი