ლეგენდის გავლენა - ვალენსიაში მამარდაშვილის შემცვლელად კანისარესის ვაჟს განიხილავენ » სპორტის ხაზი

ლეგენდის გავლენა - ვალენსიაში მამარდაშვილის შემცვლელად კანისარესის ვაჟს განიხილავენ

ლეგენდის გავლენა - ვალენსიაში მამარდაშვილის შემცვლელად კანისარესის ვაჟს განიხილავენ
16-05-2023, 15:51
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, გიორგი მამარდაშვილის ვალენსია კლუბისთვის არსებული სიტუაციის გამოსასწორებლად არაერთ ფრონტზე იბრძვის.

გარდა იმისა, რომ მესტალიას ბინადრები ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებას ცდილობენ, მათი კიდევ ერთი საზრუნავი ეკონომიკური კრიზისის დაძლევაა, რის მოსაგვარებლადაც გამორჩეული ფეხბურთელების გაყიდვა ერთ-ერთი სარფიანი ვარიანტია.

სწორედ ამ გზას ადგას გიორგი მამარდაშვილი, რომელიც კლუბთან ერთად შესანიშნავ სეზონს ატარებს, თუმცა ვალენსიას სხვა გზა უბრალოდ არ აქვს, მათ ფეხბურთელები უნდა გაყიდონ.

ბოლო პერიოდში არაერთხელ დაიწერა იმის შესახებ, რომ ქართველი მეკარის შეძენით პრემიერ ლიგის კლუბები, კერძოდ ლესტერი და ტოტენჰემი ინტერესდებიან. რაც შეეხება მამარდას შემცვლელს, ის სანტიაგო კანისარესის ვაჟი, ლუკას კანისარესია, რომელიც 21 წლის გახლავთ.

ცნობისთვის, ლუკას კანისარესი მადრიდის რეალის აკადემიაში თამაშობს და მისი ასაკი უკვე იძლევა შესაძლებლობას, რომ უმაღლეს დონეზე ასპარეზობაც დაიწყოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი