საქართველოს ნაკრების და ყაზანის რუბინის ყოფილმა ფეხბურთელმა, ლაშა სალუქვაძემ იტალიურ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში, ნაპოლის ქართველ შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:
"ხვიჩა უბრალოდ მაგარია! თავადაც ხედავთ თუ როგორ თამაშობს - არაჩვეულებრივ ფორმაშია და შეუძლია ევროპის საუკეთესო ბომბარდირების, ერლინგ ჰოლანდის და რობერტ ლევანდოვსკის დონეზე ავიდეს. ცხადია დიდი კონკურენციაა, მაგრამ გამორიცხული არაფერია.
ის საბოლოოდ ნაპოლის მიეჩვია და სამომავლოდ თავისუფლად შეუძლია გუნდის ლიდერი და ევროპის საუკეთესო ბომბარდირი გახდეს", - თქვა ლაშა სალუქვაძემ.