"სწორედ ამიტომ ჩავისვარე ავსტრიელ გოგონასთან პაემანზე...", - ერლინგ ჰოლანდის აღიარება » სპორტის ხაზი

"სწორედ ამიტომ ჩავისვარე ავსტრიელ გოგონასთან პაემანზე...", - ერლინგ ჰოლანდის აღიარება

"სწორედ ამიტომ ჩავისვარე ავსტრიელ გოგონასთან პაემანზე...", - ერლინგ ჰოლანდის აღიარება
15-05-2023, 20:51
Aa Aa
გაზიარება:

მანჩესტერ სიტის ნორვეგიელი ვარსკვლავი, ერლინგ ჰოლანდი რომ ფეხბურთით ცხოვრობს, ამაზე მისი წლევანდელ სეზონში ნაჩვენები სტატისტიკაც მეტყველებს.

22 წლის ფორვარდმა, ერთ-ერთ ინტერვიუში ავსტრიელ გოგონასთან წარუმატებელი პაემანი გაიხსენა - ეს ისტორიაც იმის მაგალითია, რომ ჰოლანდს ყველაფერზე მეტად ფეხბურთი უყვარს:

"მთელი დღის განმავლობაში, მხოლოდ გოლებზე ვფიქრობ - სწორედ ამიტომ ჩავისვარე ჩემს პირველ პაემანზე ავსტრიელ გოგოსთან. ვახშმის დროს, მას ჩემს გოლებზე ვესაუბრებოდი და ეს დაახლოებით ასე ჟღერდა: "როგორ გგონია ხვალ რამდენ გოლს გავიტან?"

ცხადია, გაბრაზებული იქნებოდა, რადგან სურდა, რომ როცა მასთან ერთად ვიყავი ფეხბურთი დროებით დამევიწყებინა და სიყვარულზე მესაუბრა.

სამწუხაროდ, ჩემი სიყვარული ფეხბურთია, ამიტომაც ვუთხარი - წადი და იპოვე კარგი კაცი, რომელიც სიყვარულს თამაშობს და არა ფეხბურთს
", - იხსენებს ჰოლანდი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი