კიმ მინ ჯემ სასურველი კლუბი უკვე აირჩია - იტალიური გამოცემა კორეელი მცველის მომავალზე წერს » სპორტის ხაზი

კიმ მინ ჯემ სასურველი კლუბი უკვე აირჩია - იტალიური გამოცემა კორეელი მცველის მომავალზე წერს

კიმ მინ ჯემ სასურველი კლუბი უკვე აირჩია - იტალიური გამოცემა კორეელი მცველის მომავალზე წერს
15-05-2023, 17:11
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური გამოცემა Il Mattino-ს მტკიცებით, ნაპოლის ცენტრალურმა მცველმა კიმ მინ ჯემ მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლა გადაწყვიტა.

წყაროს მტკიცებით, ინგლისურმა კლუბმა კორეელ მოთამაშეს ძალიან სარფიანი კონტრაქტი შესთავაზა, რაზეც 26 წლის მცველმა უარის თქმა ერ მოახერხა.

ცნობისთვის, ნაპოლისა და კიმ მინ ჯეს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2025 წლის ზაფხულში გასდის, თუმცა სპალეტის გუნდის დიდი სურვილია მხარეებს შორის თანამშრომლობა კიდევ გაგრძელდეს და საამისოდ, ახალი კონტრაქტის შეთავაზებას გეგმავენ.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კიმის ტრანსფერის გამოსყიდვა სატრანსფერო ბაზარზე ზაფხულისთვის 40 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი, თუმცა ნაპოლი შეეცდება, რომ განახლებულ კონტრაქტში ეს პუნტი ამოიღოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი