ლეო მესი კვლავ ბარსელონაში - კულეებისთვის კარგი ინფორმაცია ვრცელდება » სპორტის ხაზი

ლეო მესი კვლავ ბარსელონაში - კულეებისთვის კარგი ინფორმაცია ვრცელდება

ლეო მესი კვლავ ბარსელონაში - კულეებისთვის კარგი ინფორმაცია ვრცელდება
15-05-2023, 16:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, გუშინ ბარსელონამ ლა ლიგაში ესპანიოლი გასვლაზე 2:4 დაამარცხა და ესპანეთის ჩემპიონატის გამარჯვებული ოფიციალურად გახდა.

აღსანიშნავია, რომ ზეიმისას ჟურნალისტებთან ჟოან ლაპორტა გამოჩნდა, რომელმაც ბარსას ქომაგებისთვის დამაიმედებელი რამ თქვა:

"ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა ლიონელ მესი ბარსელონაში დავაბრუნოთ", თქვა ლაპორტამ და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მესისა და პსჟ-ის გზები ნელ-ნელა ერთმანეთს შორდება, მაშინ კულეებს სასიხარულოდ საქმე მართლაც უნდა ჰქონდეთ.

გარდა ლაპორტას, მედიასთან კომენტარი ვიცე-პრეზიდენტმა რაფა იუსტემაც გააკეთა: "ბედნიერი ვიქნები როგორც მე, ისე მთელი კლუბი თუ ლეო სახლში დაბრუნდება. მასთან ბარსას შემადგენლობიდან თითქმის ყველა მეგობრობს, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ჩემპიონობა მისთვისაც სასიხარულო იქნებოდა." - თქვა იუსტემ

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის პარიზულ კლუბთან დადებული კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი