ლა ლიგის TOP 5 - მოგერიებების სიმრავლით მამარდაშვილი ესპანეთის ჩემპიონატის ხუთეულშია! » სპორტის ხაზი

ლა ლიგის TOP 5 - მოგერიებების სიმრავლით მამარდაშვილი ესპანეთის ჩემპიონატის ხუთეულშია!

ლა ლიგის TOP 5 - მოგერიებების სიმრავლით მამარდაშვილი ესპანეთის ჩემპიონატის ხუთეულშია!
15-05-2023, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი მამარდაშვილის ვალენსიამ ესპანეთის ჩემპიონატში გუშინ ითამაშა და სელტასთან გასვლაზე უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა, - 1:2.

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში გიორგის 5 მოგერიებული ბურთი ჰქონდა, უცხოურმა გვერდებმა კი ქართველი 7.6 სარეიტინგო ქულით შეაფასეს, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

ქართველი მეკარე რომ ვალენსიაში მშვენიერ სეზონს ატარებს, ამაზე ლა ლიგის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკაც მეტყველებს, რომლის მიხედვითაც გიორგიმ ამ სეზონში მეტოქის დარტყმული უკვე 93-ჯერ მოიგერია!

საგულისხმოა, რომ ამ მაჩვენებლით მამარდაშვილი ლა ლიგის 20 მეკარიდან მეხუთე პოზიციაზეა და ისეთ ფეხბურთელებს ჩამორჩება, როგორებიც დავიდ სორია (ხეტაფე, 116), იერემიას ლედესმა (კადისი, 120), ფერნანდო მარტინესი (ალმერია, 122) და ედგარ ბადია (ელჩე, 124) არიან.

შეგახსენებთ, რომ ვალენსია ლა ლიგის მე-14 პოზიციას 37 ქულით იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი