"ჩემპიონობით ჩვენი პროექტის კიდევ უფრო დავიჯერეთ" - ჩავი ლა ლიგის მოგების შემდეგ » სპორტის ხაზი

"ჩემპიონობით ჩვენი პროექტის კიდევ უფრო დავიჯერეთ" - ჩავი ლა ლიგის მოგების შემდეგ

"ჩემპიონობით ჩვენი პროექტის კიდევ უფრო დავიჯერეთ" - ჩავი ლა ლიგის მოგების შემდეგ
15-05-2023, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

ესპანეთის ჩემპიონატის 34-ე ტურის შეხვედრაში ესპანიოლმა ბარსელონას უმასპინძლა და კატალონიურ დერბიში გამარჯვება ჩავი ერნანდესის გუნდს დარჩა (2:4), რომელიც ამ გამარჯვებით ლა ლიგის ჩემპიონი რამდენიმე ტურით ადრე გახდა.

აღსანიშნავია, რომ ბარსელონას ახალგაზრდა სპეციალისტმა მოგების შემდეგ მცირედი კომენტარიც გააკეთა, გთავაზობთ მას:

"კლუბი, ფეხბურთელები და ქომაგები ამ გამარჯვებას იმსახურებდნენ. ეს ტიტული სტაბილურობას მოგვცემს. დიდებული ჩემპიონობა მოვიპოვეთ. სცენარი ასე დაიწერა."

"მოთამაშეებს ვთხოვე, აღნიშვნა შეეწყვიტათ, რადგან საკუთარ მოედანზე არ ვიყავით. მაგრამ, დიდი ემოციები დაგვეუფლა."

"ამ ჩემპიონობის წყალობით ჩვენი პროექტის კიდევ უფრო გვჯერა. გუნდურები ვიყავით. გვინდა, მომდევნო მატჩები მოვიგოთ და სეზონი კარგად დავასრულოთ. ახლა ტიტულს ისე აღვნიშნავთ, როგორც საჭიროა. "
- თქვა ბარსას დამრიგებელმა

ცნობისთვის, ბარსელონამ ესპანეთის ჩემპიონატი ისტორიაში 27-ჯერ მოიგო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი