ნეიმარი ბარგს ალაგებს - პსჟ ხვიჩა კვარაცხელიას ყიდვას უახლოვდება? » სპორტის ხაზი

ნეიმარი ბარგს ალაგებს - პსჟ ხვიჩა კვარაცხელიას ყიდვას უახლოვდება?

ნეიმარი ბარგს ალაგებს - პსჟ ხვიჩა კვარაცხელიას ყიდვას უახლოვდება?
15-05-2023, 12:08
Aa Aa
გაზიარება:

როგორც Le Parisien-ისგან ვიგებთ, ნეიმარი თავის სახლთან პსჟ-ის ფანების გამოხატული პროტესტით იმედგაცრუებული და შოკირებულია, რის გამოც ბრაზილიელი აპირებს, რომ 2023/2024 წლების სეზონი ახალ კლუბში დაიწყოს.

პარიზული გუნდის ხელმძღვანელობაში ინგლისური კლუბების ეიმედებათ და ფიქრობენ, რომ ნეიმარს სწორედ რომელიმე პრემიერ ლიგის წარმომადგენელი იყიდის. იწერება, რომ პსჟ-ის მესვეურები იჯარის ვარიანტზეც ფიქრობენ. ამ შემთხვევაში ისინი ნეიმარის ხელფასის ნახევარს თავად გადაიხდიან.

აღსანიშნავია, რომ პარი სენ-ჟერმენთან დაახლოებულმა სპორტულმა ჟურნალისტმა, კერძოდ ეკრემ კონურმა ტვიტერზე დაწერა, რომ პსჟ ხვიჩა კვარაცხელიას აკვირდება და მისდამი კლუბის დაინტერესება არც თუ მცირეა.

მიუხედავად ამისა, ჯანლუკა დი მარციომ გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც ნაპოლი კვარაცხელიას ამ ზაფხულს არავითარ შემთხვევაში არ გაყიდის, ანალოგიური თქვა თავად ნაპოლის პრეზიდენტმაც.

საგულისხმოა, რომ რამდენიმე თვის წინ დე ლაურენტისმა ისიც თქვა, რომ სარფიან შემოთავაზებებზე უარის თქმას ვერ შეძლებს, რაც შესაძლოა, რომ პარიზული კლუბის მესვეურებისთვის იმედისმიმცემი გახდეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი