"ცხვირი გამიტეხა, ფეხებით მთელი ძალით მირტყამდა", - ქართველი ფეხბურთელი სკანდალში გაეხვია » სპორტის ხაზი

"ცხვირი გამიტეხა, ფეხებით მთელი ძალით მირტყამდა", - ქართველი ფეხბურთელი სკანდალში გაეხვია

"ცხვირი გამიტეხა, ფეხებით მთელი ძალით მირტყამდა", - ქართველი ფეხბურთელი სკანდალში გაეხვია
6-10-2022, 22:15
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის, გოჩა გოგრიჭიანის შვილი, ბალტიკას 22 წლის შემტევი გოჩა გოგრიჭიანი სკანდალში გაეხვია.

ახალგაზრდა ფორვარდს ყოფილი მეგობარ გოგონა კრისტინა კუდუსი ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

"მას ადამიანს ვერ ვუწოდებ - არაერთხელ მხცემა, მაგრამ ამჯერად ყველა ზღვარს გადასცდა. მეტად ვეღარ გავჩუმდები და ამდენს ვეღარ მოვითმენ. ცხვირი გამიტეხა განზრახ, ოპერაციის შემდეგ, თაბაშირში მქონდა გახვეული და ისევ მომაყენა ტრავმა. ზემოდან ხელით მთელი ძალით მაწვებოდა, ფეხებით მთელ სხეულზე მირტყამდა, ბარძახზე კი უზარმაზარი ჰემატომა მაქვს, გაგუდვითაც მემუქრებოდა.

პოლიცია გამოვიძახე და თან ტელეფონით გადაღებას ვცდილობდი, რომ მომხდარი ინციდენტის შესახებ მეგობრებისთვის შემეტყობინებინა, ეს რომ არ მომესწრო, ტელეფონი გამიტეხა.

ყველას გთხოვთ, სამართლიანობის მიღწევაში დამეხმაროთ - ეს 2 ოქტომბერს მოხდა, ფოტოს ვაქვეყნებ.
"

"ცხვირი გამიტეხა, ფეხებით მთელი ძალით მირტყამდა", - ქართველი ფეხბურთელი სკანდალში გაეხვია


კლუბმა შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით შიდა გამოძიება დაიწყო და მანამ, სანამ ყველაფერი გაირკვევა, გოგრიჭიანს პირველ გუნდთან ვარჯიში აუკრძალა.

თავად გოჩა გოგრიჭიანის მამის განცხადებით კი კუდუსი მის შვილს ცილის სწამებს - მისი თქმით, გოჩა-უმცროსს და კრისტინას ხშირად ჰქონდათ კონფლიქტი, თუმცა ჩხუბამდე საქმე არასდროს მისულა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი