სახალისო ფაქტი - რატომ ივარჯიშა გიორგი მამარდაშვილმა სათვალეებით? » სპორტის ხაზი

სახალისო ფაქტი - რატომ ივარჯიშა გიორგი მამარდაშვილმა სათვალეებით?

სახალისო ფაქტი - რატომ ივარჯიშა გიორგი მამარდაშვილმა სათვალეებით?
13-05-2023, 21:30
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი მამარდაშვილის ვალენსია ესპანეთის ჩემპიონატის მომდევნო შეხვედრას ვიგოში ადგილობრივი სელტას წინააღმდეგ ხვალ, 16:00 საათზე გამართავს და შეეცდება, რომ მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვოს.

ცხადია, ამ მატჩისთვის დატვირთული გრაფიკით ემზადება მთელი ვალენსია, რომლის სავარჯიშო სესიიდან რამდენიმე ფოტო გავრცელდა, ერთ-ერთში კი გიორგი მამარდაშვილი მზის სათვალითაა წარმოდგენილი.

აი, რას წერს ესპანური ვებგვერდი, კერძოდ Eldesmarque ქართველი მეკარისა და მზის სათვალის შესახებ:

"ვალენსიას საკმაოდ მზიან ამინდში მოუწია ვარჯიშის ჩატარება და როგორც წესი, ასეთ დროს ყველაზე დიდი პრობლემა მეკარეებს ექმნებათ ხოლმე. ამ შემთხვევაში გიორგი მამარდაშვილმა ტრადიციულ მეთოდს არ მიმართა, კეპზე უარი თქვა და მზისგან თავის არიდება სათვალით სცადა." - წერს გამოცემა

შეგახსენებთ, რომ ვალენსია ლა ლიგის მე-17 ადგილს 34 ქულით იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი