ოფიციალურად | ვინ დასახელდა სერია A-ს აპრილის თვის საუკეთესოდ? » სპორტის ხაზი

ოფიციალურად | ვინ დასახელდა სერია A-ს აპრილის თვის საუკეთესოდ?

ოფიციალურად | ვინ დასახელდა სერია A-ს აპრილის თვის საუკეთესოდ?
13-05-2023, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ იტალიის სერია A-ს აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელად მილანის პორტუგალიელი ვარსკვლავი, რაფაელ ლეაო დასახელდა.

მილანური კლუბის გარემარბმა წინა თვეში იტალიის ჩემპიონატში 5-ჯერ ითამაშა, რა დროშიც მან ოთხი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი მიითვალა.

პორტუგალიელმა ვინგერმა ამ შედეგებით უკან ლაუტარო მარტინესი, ლორენცო პელეგრინი, სიმონე ვერდი და მატია ძაკანი ჩამოიტოვა.

შეგახსენებთ, რომ რაფაელ ლეაოს სერია A-ში ჯამურად 12 გოლი აქვს გატანილი და 7 საგოლე პასი გაკეთებული. ამ მაჩვენებლებით ის ბომბარდირთა დავის მე-7 ადგილს იკავებს და ხვიჩა კვარაცხელიას ერთი პოზიციით ჩამორჩება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი