“როცა ჩემპიონთა ლიგაზე საუბრობ, მუდამ რეალი გახსენდება” - კანავარო » სპორტის ხაზი

“როცა ჩემპიონთა ლიგაზე საუბრობ, მუდამ რეალი გახსენდება” - კანავარო

“როცა ჩემპიონთა ლიგაზე საუბრობ, მუდამ რეალი გახსენდება” - კანავარო
13-05-2023, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონმა, ფაბიო კანავარომ ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების ნახევარფინალის ფავორიტი დაასახელა მადრიდის “რეალსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის.

“პირველ შეხვედრაში ორივე გუნდი კარგად გამოიყურებოდა. ისეთი შედეგი დაფიქსირდა, რომ ყველაფერი განმეორებით მატჩში გადაწყდება. რეალი ინგლისში გამარჯვებისთვის ჩავა და ფავორიტის სწორედ მადრიდული კლუბია. სამეფო კლუბის მწვრთნელი ბევრ წარმატებას აღწევს. ანჩელოტი ფენომენია და რეალის სწორედ ამიტომაც ეშინიათ. სიტიც შესანიშნავია და დღეს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მაგრამ როცა ჩემპიონთა ლიგაზე საუბრობ, ჯერ რეალი უნდა გაიხსენო” - განაცხადა ფაბიომ.

“მანჩესტერ სიტისა” და “რეალის” განმეორებითი მატჩი 17 მაისს, 23:00-ზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი