“მესის ყველამ ქედი უნდა მოუახაროს” - ტევესი თანამემამულეს მხარს უჭერს » სპორტის ხაზი

“მესის ყველამ ქედი უნდა მოუახაროს” - ტევესი თანამემამულეს მხარს უჭერს

“მესის ყველამ ქედი უნდა მოუახაროს” - ტევესი თანამემამულეს მხარს უჭერს
13-05-2023, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

ყოფილმა არგენტინელმა მოთამაშემ, კარლოს ტევესმა, რომელიც ახლა “რონარიოს” მთავარი მწვრთნელია, “პარი სენ-ჟერმენისა” და ლიონელ მესის შორის უთანხმოებაზე ისაუბრა. მან თანამემამულე დაიცვა.

“მესისთან დაკავშირებით ყველამ მოკრძალებით უნდა ისაუბროს და ქედი უნდა მოვიხაროთ. მე რომ მსოფლიო ჩემპიონი ვყოფილიყავი და ერთ თავისუფალ დღეს სადმე წავსულიყავი, ამის გამო კი ბოდიშის მოხდა მოეთხოვათ, როსარიოში დავბრუნდებოდი და ბევრს დავლევდი. ლეო გუნდს ყველაფერზე მაღლა აყენებს და მის წინაშე ყველამ ქედი უნდა მოიხაროს” - განაცხადა “აპაჩემ.”

შეგახსენებთ, რომ პარიზულმა კლუბმა არგენტინელი მოთამაშე მატჩის მეორე დღეს საუდის არაბეთში წასვლის გამო ორი კვირით გუნდს ჩამოაშორა, მაგრამ ლეომ ბოდიში მოიხადა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.