პრემიერლიგის წლის საუკეთესო მოთამაშედ ჰალანდი დასახელდა » სპორტის ხაზი

პრემიერლიგის წლის საუკეთესო მოთამაშედ ჰალანდი დასახელდა

პრემიერლიგის წლის საუკეთესო მოთამაშედ ჰალანდი დასახელდა
13-05-2023, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელად “მანჩესტერ სიტის” მოთამაშე ერლინგ ჰალანდი დასახელდა. გამოკითხვაში მონაწილეობა FWA-ს ასოციაციის წევრებმა, ინგლისში ფეხბურთზე მწერალმა ჟურნალისტებმა მიიღეს.

ნორვეგიელი შემტევი პეპ გუარდიოლას კლუბს მიმდინარე სეზონის დაწყებამდე დორტმუნდის “ბორუსიადან” შეუერთდა. მისთვის პრემიერ ლიგაში პირველივე სეზონი ძალზედ წარმატებული გამოდგა. მან მოახერხა და ერთ სეზონში გატანილი გოლების რეკორდი მოხსნა ინგლისის ჩემპიონატში. ერლინგმა 32 შეხვედრაში 35 ბურთი გაიტანა. ამ მაჩვენებლით მან ალან შირერისა და ენდი კოულის მიღწევა(34 გოლი) გააუმჯობესა.

საერთო ჯამში, ყველა ტურნირის ეგიდით ნორვეგიელმა “მანჩესტერ სიტის” მაისურით 51 გოლი გაიტანა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი