“ბოლო 3-4 წელი ჩემთვის რთული იყო” - ნიკოლოზ ბასილაშვილი » სპორტის ხაზი

“ბოლო 3-4 წელი ჩემთვის რთული იყო” - ნიკოლოზ ბასილაშვილი

“ბოლო 3-4 წელი ჩემთვის რთული იყო” - ნიკოლოზ ბასილაშვილი
12-05-2023, 11:50
Aa Aa
გაზიარება:

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი კორტს 50 დღიანი პაუზის შემდგომ დაუბრუნდა. იგი სარდინიის ტურნირსა და რომის მასტერსის საკვალიფიკაციო ბადეში გამოვიდა, თუმცა შეხვედრები დათმო. ნიკოლოზს თებერვლის შემდგომ არც ერთ შეხვედრაში არ უმარჯვია და ამჟამად რეიტინგში 173-ე პოზიციას იკავებს.

31 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა სოციალური ქსელის მეშვეობით თავის ქომაგს მიმართა:

“დიდი ხანია, არაფერი დამიწერია. ამიტომაც მსურს ქომაგებს და იმ ხალხს, ვინც ჩემზე ზრუნავს, მცირე სიახლე მივაწოდო. ჩემთვის ბოლო 3-4 წელიწადი ძალიან რთული პერიოდი იყო, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე პროფესიულ კარიერაში...

ბოლო სამი წელია, რაც ვებრძვი იდაყვის ტრავმას, რომელიც სრული ენერგიით თამაშის საშუალებას არ მაძლევს. მხოლოდ ჩემი შესაძლებლობების ნახევარს ვიყენებ, ყოველდღე ვსვამ ტკივილგამაყუჩებლებს და ახალ-ახალი გამოსავალის ძიებაში ვარ. კორტზე ყოველი გასვლა ენით აუწერელ ტკივილს მაყენებდა, რომელიც თავდაჯერებულობას მიკარგავს და ენერგიას მართმევს. არადა, ადრე ჩოგბურთის თამაშით სიამოვნებას ვიღებდი.

მე მაინც არ ვნებდები, მჯერა, გამოსავალს ვიპოვი, რისთვისაც ყველაფერს გავაკეთებ. გმადლობთ მხარდაჭერისთვის.”

აქვე შეგახსენებთ, რომ ნიკა ATP - ის ტურნირების ხუთგზის ჩემპიონია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი