"რასაც ხვიჩა კვარაცხელია ქმნის, შეუძლებელია, არ შეიმჩნიო" - ცნობილი რუსი კომენტატორი » სპორტის ხაზი

"რასაც ხვიჩა კვარაცხელია ქმნის, შეუძლებელია, არ შეიმჩნიო" - ცნობილი რუსი კომენტატორი

"რასაც ხვიჩა კვარაცხელია ქმნის, შეუძლებელია, არ შეიმჩნიო" - ცნობილი რუსი კომენტატორი
6-10-2022, 18:25
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილი რუსი კომენტატორი, ალექსეი ანდრონოვი ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ აღფრთოვანებას ვერ მალავს და 21 წლის შემტევზე სოციალურ ქსელში საუბრობს.

"2022 წელს ფეხბურთს ისე ვეღარ ვუყურებ, როგორც ადრე. არანაირი ემოცია, მუხტი... და არსებობს უფრო მნიშვნელოვანი რაღაცები. თუმცა, რასაც ხვიჩა კვარაცხელია ქმნის, შეუძლებელია, არ შეიმჩნიო და არ დააფასო.

მახსოვს, 90-იან წლებში, ინგლისელებს გიორგი ქინქლაძის თამაში როგორ უკვირდათ, რადგან მათ უბრალოდ არ ენახათ მსგავსი რამ. იგივეა ახლაც, "კვარადონაზე". ის კარლსონივითაა, გაფრინდა და ჩვენ შორიდან ვუყურებთ" - განაცხადა ალექსეიმ.


შეგახსენებთ იმასაც, რომ ქართველმა გარემარბმა ჩემპიონთა ლიგაზე "აიაქსის" წინააღმდეგ, თავისი პირველი ჩემპიონთა ლიგური გოლის გატანა მოახერხა. ხვიჩა იტალიის ჩემპიონატშიც დამაჯერებელი და პროდუქტიულია - 8 მატჩში 5 გოლი და ერთი საგოლე გადაცემა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი