“განმეორებითი მატჩი ფინალის ტოლფასია” - გუარდიოლა » სპორტის ხაზი

“განმეორებითი მატჩი ფინალის ტოლფასია” - გუარდიოლა

“განმეორებითი მატჩი ფინალის ტოლფასია” - გუარდიოლა
10-05-2023, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს მადრიდის “რეალი” და “მანჩესტერ სიტი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1-1 დასრულდა. გოლები ვინისიუს ჯუნიორმა და კევინ დებრუინმა გაცვალეს.

მატჩის დასრულების შემდგომ “ქალაქელთა” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა:

“დაძაბული მატჩი იყო. როცა თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით რეალმა გაიტანა და პირიქით. მეორე ნახევარი კარგად დავიწყეთ, თუმცა ისინიც გამჭოლ გადაცემებს ასრულებდნენ. საბედნიეროდ, კევინის შესანიშნავი გოლის წყალობით გავათანაბრეთ. ცენტრალურ და განაპირა მცველებს შორის სივრცეები ამოკეტილი იყო, ამიტომ მას თამაში გაუჭირდა, მაგრამ შანსები ჰქონდა. განმეორებითი შეხვედრა ფინალის ტოლფასია. ვნახოთ, რა მოხდება.”

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი მატჩი ეტიჰად სტადიუმზე 17 მაისს შედგება და 23:00-ზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი