“მსაჯის ქმედებები გაუგონარი იყო” - კარლო ანჩელოტი » სპორტის ხაზი

“მსაჯის ქმედებები გაუგონარი იყო” - კარლო ანჩელოტი

“მსაჯის ქმედებები გაუგონარი იყო” - კარლო ანჩელოტი
10-05-2023, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს მადრიდის “რეალი” და “მანჩესტერ სიტი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1-1 დასრულდა. გოლები ვინისიუს ჯუნიორმა და კევინ დებრუინმა გაცვალეს.

მატჩის დასრულების შემდგომ “ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

“ნამდვილად საინტერესო და კარგი თამაში იყო. შეხვედრის პირველ ნახევარში ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ მეორეში ყველაფერი უკეთ გამოგვივიდა.

როცა მეტოქემ შეგვიტია, თავი მშვენივრად დავიცავით და ჩვენც შევუტიეთ, პრობლემები შევქმენით. რუდიგერი ჰალანდის წინააღმდეგ შესანიშნავი იყო. ნახევარდაცვის ხაზიც კარგად აკონტროლებდა სიტუაციას. განმეორებითი მატჩისთვის უფრო მოტივირებულები ვიქნებით.

ვთვლი, რომ მსაჯის ქმედება უყურადღებო და გაუაზრებელი იყო. ვთქვი, რომ ყვითელი ბარათი მოედანზე მყოფისთვის უნდა მოეცა, მან კი მე დამაჯარიმა.”

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი მატჩი ეტიჰად სტადიუმზე 17 მაისს შედგება და 23:00-ზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი