"იყო შანსი, რომ კვარასა და მამარდას ვალენსიაში ერთად ეთამაშათ" - MARCA » სპორტის ხაზი

"იყო შანსი, რომ კვარასა და მამარდას ვალენსიაში ერთად ეთამაშათ" - MARCA

"იყო შანსი, რომ კვარასა და მამარდას ვალენსიაში ერთად ეთამაშათ" - MARCA
9-05-2023, 23:00
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ, ესპანურმა Marca-მ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საკმაოდ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა.

როგორც ისინი წერენ, გიორგი მამარდაშვილის ამჟამინდელმა კლუბმა ვალენსიამ კვარას გადაბირება 2 წლის შუალედით ორჯერ სცადა, თუმცა ორივეჯერ ხელი სხვადასხვა ფაქტორმა შეუშალა:

"ვალენსიამ ხვიჩა კვარაცხელიასთვის შეთავაზება რუბინს 2021 წელს გაუკეთა და მხარეებს შორის შეხვედრაც კი შედგა, თუმცა ყველაფერი კორონავირუსმა არია."

"რაც შეეხება მეორე შეთავაზებას, ის გასული წლის მარტში გაკეთდა, რადგან ვალენსიას მესვეურებს სურდათ, რომ კლუბში ორი ქართველი ერთად ეხილათ, თუმცა იმ დროისთვის ნაპოლის მოლაპარაკებები უკვე დასკვნით ფაზაში ჰქონდა მიყვანილი."
- წერს ესპანური გამოცემა

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ ნაპოლის მაისურით ამ დრომდე 39 შეხვედრა გამართა, 14 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი