"რეალთან ბერნაბეუზე თამაში ძალიან მიყვარს" - ფილ ფოდენი » სპორტის ხაზი

"რეალთან ბერნაბეუზე თამაში ძალიან მიყვარს" - ფილ ფოდენი

"რეალთან ბერნაბეუზე თამაში ძალიან მიყვარს" - ფილ ფოდენი
8-05-2023, 23:00
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ ჩემპიონთა ლიგის 2022/2023 წლების სეზონის პირველი 1/2 ფინალური მატჩი სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება, სადაც მადრიდის რეალი მანჩესტერ სიტის უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები ერთმანეთს წინა წლის გათამაშების ამავე ეტაპზევე შევხდნენ, სადაც გამარჯვება კარლო ანჩელოტის გუნდს დარჩა.

მიუხედავად ბერნაბეუზე გადამწყვეტ მატჩში მარცხისა, ფილ ფოდენმა თქვა, რომ რეალთან გასვლაზე თამაში ყოველთვის სასიამოვნოა:

"შარშან სწორედ მათთან დავმარცხდით, გადამწყვეტი მატჩი ბერნაბეუზე დავთმეთ, მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ რეალის სტადიონზე თამაში განსაკუთრებული ემოციით გავსებს, მათი მხარდაჭერა, მათი ატმოსფერო უბრალოდ საოცარია."

"ბერნაბეუზე ვთამაშობდი და ყოველი წამისგან სიამოვნებას ვიღებდი, ეს მართლაც დასამახსოვრებელი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში და მიხარია, რომ მისი კიდევ ერთხელ გამოცდის შანსი მექნება."
- ფილ ფოდენი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.