"ფორმაში შევიდა, ასეთი ჩაკვე გამოგვადგებოდა" - გენტის ფანები გიორგიზე » სპორტის ხაზი

"ფორმაში შევიდა, ასეთი ჩაკვე გამოგვადგებოდა" - გენტის ფანები გიორგიზე

"ფორმაში შევიდა, ასეთი ჩაკვე გამოგვადგებოდა" - გენტის ფანები გიორგიზე
8-05-2023, 22:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, გიორგი ჩაკვეტაძე სლოვან ბრატისლავაში იჯარით თამაშობს, სადაც ქართველი ფეხბურთელი ბელგიური გენტიდანაა განათხოვრებული.

აღსანიშნავია, რომ ჩაკვეტაძე ბოლო წლების საუკეთესო სეზონს ატარებს, მან ამ სეზონში 8 საგოლე პასი მიითვალა და 1 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, გიორგის სლოვაკურ მატჩებში არაერთი ლამაზი მომენტი დაუგროვდა, რაც გენტის გულშემატკივრებს არ გამორჩენიათ.

აი, რას წერენ ისინი საფეხბურთო კლუბ გენტის გულშემატკივართა ჯგუფში გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნების შესახებ:

"მართალია, რომ ტრავმიანია, მაგრამ მისი ნიჭიერება შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეს"

"ბოლო პერიოდში მშვენივრად თამაშობს, მთავარი კი ისაა, რომ ტრავმას აღარ იღებს"

"ვფიქრობ, მას მოფრთხილება სჭირდება და ყველაფერი კარგად ექნება"

"ვღიზიანდებოდი, როდესაც ის ტრავმას იღებდა, მაგრამ მისი დრიბლინგები მომენატრა"

"უყურებთ მის თამაშებს? ცოტა დაღვინებულია, კიდევ უფრო გამოცდილივით თამაშობს. მგონი, უკეთესი იქნება, რომ დავიბრუნოთ"

"ყველა თამაშში საგოლე პასს აკეთებს, ასეთი სეზონი ჯერ არ ჰქონია"

"თუ დააბრუნებენ, მაშინ დიდი ნდობა უნდა გამოუცხადონ"

"ალბათ, უკანასკნელი შანსი უნდა მისცენ და თუ გაამართლა ძალიან ბედნიერი ვიქნები"

"მისი სისწრაფე, ტექნიკა და მოედნის ხედვა ძალიან გამოგვადგება"

"ცოტა ხნით ტრავმები რომ დავივიწყოთ, მისი მსგავსი მოთამაშე ყველა გუნდს ძალიან გამოადგებოდა" - წერენ გენტის ფანები


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი