ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ ჟოზე მოურინიო პარი სენ-ჟერმენის ჩაბარებას უახლოვდება, რის შესახებაც დღეს როგორც The Sun-მა, ისე RMC Sport-მა დაწერა.
ამავე წყაროების ინფორმაციით, პარიზული კლუბი ახალი, შედარებით ვარსკვლავური მთავარი მწვრთნელის ძიებაშია, რომელიც პსჟ-ის შემადგენლობას იდეალურად მოერგება, ასეთად კი მათ ჟოზე მოურინიო მიაჩნიათ.
აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე გარკვეული ხანია მიმდინარეობს და არც თუ ცოტაა იმის შანსი, რომ პორტუგალიელი პარი სენ-ჟერმენის მწვრთნელად ზაფხულში ვიხილოთ. თავად მოურინიოს პრიორიტეტი ტიტულების მოგებაა, ამისთვის კი, ცხადია, პსჟ უფრო გამოდგება, ვიდრე რომა.
ცნობისთვის, მოურინიო რომაული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2021 წლიდან მუშაობს. 60 წლის სპეციალისტის მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის ივნისის ბოლოს ეწურება.