არაბები გააქტიურდნენ - კვარაცხელიას პრემიერ ლიგის გუნდი 6-ჯერ დიდ ხელფასს სთავაზობს » სპორტის ხაზი

არაბები გააქტიურდნენ - კვარაცხელიას პრემიერ ლიგის გუნდი 6-ჯერ დიდ ხელფასს სთავაზობს

არაბები გააქტიურდნენ - კვარაცხელიას პრემიერ ლიგის გუნდი 6-ჯერ დიდ ხელფასს სთავაზობს
8-05-2023, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ნიუკასლს ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირება სურს.

როგორც იცით, "კაჭკაჭებს" არაბები ფლობენ, რომელთა საერთო კაპიტალი 430 მილიარდი ევროა. შესაბამისად, მათთვის მაღალი ხელფასის გადახდა და სატრანსფერო ფანჯრისას აქტიურობა ძნელი სულაც არ იქნება.

ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიში ხელფასი ახლა წლიურად 2 მილიონი ევრო აქვს, თუმცა იწერება იმის შესახებ, რომ აურელიო დე ლაურენტისი მის გაორმაგებას აპირებს, რათა კვარა გუნდში შეინარჩუნოს.

ამის ფონზე, ნიუკასლის მესვეურები აპირებენ, რომ ქართველის ტრანსფერში 100-150 მილიონი ევრო გადაიხადონ, ხვიჩას კი წლიური ხელფასი 12 მილიონი დაუნიშნონ.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ნაპოლის პრეზიდენტმა როგორც ვიქტორ ოსიმენის, ისე ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნება რამდენიმე დღის წინ დააანონსა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი