"ოპერაციისას ხვიჩა კვარაცხელიაზე ეს დარდი ჩამყვა" - ნახეთ რა ისტორიას იხსენებს დათო ტურაშვილი » სპორტის ხაზი

"ოპერაციისას ხვიჩა კვარაცხელიაზე ეს დარდი ჩამყვა" - ნახეთ რა ისტორიას იხსენებს დათო ტურაშვილი

"ოპერაციისას ხვიჩა კვარაცხელიაზე ეს დარდი ჩამყვა" - ნახეთ რა ისტორიას იხსენებს დათო ტურაშვილი
8-05-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

ქართველი მწერალი დათო ტურაშვილი ტელეკომპანია ფორმულას ეთერში სტუმრად გუშინ იმყოფებოდა, რა დროსაც მან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ერთი ისტორია გაიხსენა:

"სანამ თელ-ავივის კლინიკაში აღმოვჩნდებოდი, რა აღარ დამაბრალეს. თითქოს ვიყავი მხედრიონელი, გვარდიელი, მკვლელი. ასეთი უცნაურობაც დამაბრალეს, თითქოს ხვიჩა კვარაცხელიას ვწყევლიდი და ვლანძღავდი. ვერც მივხვდი ამის დაბრალება რაღა საჭირო იყო."

"ბევრი დარდი ჩამყვა ოპერაციის დროს.. რომ ხვდები, რომ შეიძლება ვეღარ მობრუნდე. მათ შორის ეს დარდი, რაც ხვიჩაზე დამაბრალეს. რაზე ვინერვიულე, იცით? სანამ ამას დამაბრალებდნენ და მერე იქ მოვხვდებოდი, რამდენიმე ხნით ადრე, სპეციალურად წავედი, ვნახე ხვიჩას მშობლები და მაისურზე (კვარადონა 77) ხელი მოვაწერინე, ქალბატონ მაკას და ბატონ ბადრის. მადლობა გადავუხადე, რომ ასეთი შვილი გაზარდეს. შვილი, რომელმაც ამდენი სიხარული გვაჩუქა. ხო ყველა ხვიჩას აწერინებს ხელს, მე მის მშობლებს მოვაწერინე."

"ჰოდა, რა დარდი ჩამყვა: მშობლები რას იფიქრებენ, რა ნაძირალაა, ხელს გვაწერინებს და მერე მიდის ჩვენს შვილს ლანძღავსო. საშინელი დარდი ჩამყვა. მშობლებს რომ გაიცნობთ, ეგრევე მიხვდებით, ეს მონდომება, თავმდაბლობა და კეთილშობილება საიდან აქვს ხვიჩას."

"ხვიჩა კვარაცხელიამ დამიბრუნა ის სიხარული, რაც მე ბავშვობაში მქონდა. 17 მაისს მილანში უნდა წავიდე, იტალიური წიგნების მაღაზიაში ჩემი წიგნების განხილვას აწყობენ. დარწმუნებული ვარ კვარას გამო. თორემ იქ ჩემი წიგნი ახლა კი არ გამოცემულა. ქართული ბიბლიოთეკა "მერანის" მონდომებაც არის, მაგრამ იტალიელების მონდომება ხომ კვარას გამოა." - დათო ტურაშვილი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი