“თელავი” და “ტორპედო” მთავარმა მწვრთნელებმა დატოვეს » სპორტის ხაზი

“თელავი” და “ტორპედო” მთავარმა მწვრთნელებმა დატოვეს

“თელავი” და “ტორპედო” მთავარმა მწვრთნელებმა დატოვეს
8-05-2023, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც დღეს გახდა ცნობილი, საფეხბურთო კლუბი “თელავი” და ქუთაისის “ტორპედო” მთავარმა მწვრთნელებმა, ვარდან მინასიანმა და კახაბერ ჩხეტიანმა დატოვეს.

სომეხი სპეციალისტის თაოსნობით კახურმა კლუბმა 7 შეხვედრა გამართა, საიდანაც ხუთში დამარცხდა, ორი კი ფრედ დასრულდა. პრესსამსახურის ცნობით, ახალ თავკაცთან დაკავშირებით ინფორმაცია მალე გავრცელდება.

რაც შეეხება ჩხეტიანს, მან ქუთაისური კლუბი უკვე მესამედ დატოვა.

“ქუთაისის “ტორპედოს” მენეჯმენტისა და მთავარი მწვრთნელის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, კახაბერ ჩხეტიანმა თანამდებობა დატოვა.

“ტორპედო” მადლობას უხდის მას გამორჩეული ღვაწლისთვის. ის დარჩება “ტორპედოს” ღირსეული ისტორიის ნაწილი, რაც თავის მხრივ კლუბის მომავალი წარმატების საფუძველია”, – ვკითხულობთ “ტორპედოს” ოფიციალური გვერდის განცხადებაში.

ფოტოები: “თელავისა” და “ტორპედოს” გვერდებიდან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი