ინგლისის TOP 6 - ვინ არის კვარაცხელიას შეძენის ფავორიტი? | Daily Express » სპორტის ხაზი

ინგლისის TOP 6 - ვინ არის კვარაცხელიას შეძენის ფავორიტი? | Daily Express

ინგლისის TOP 6 - ვინ არის კვარაცხელიას შეძენის ფავორიტი? | Daily Express
6-10-2022, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილი ბრიტანული გამოცემა ქართველ შემტევზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს:

"თუ კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე აიაქსისა და ლივერპულის განადგურების ფონზე რომელიმე წამყვან ინგლისურ კლუბში გადავა, მაშინ მისი შეძენის ფავორიტი ლონდონის ჩელსი იქნება და მიზეზს სურათზევე ხედავთ. ცოტა ხნის წინ, ინტერნეტში გავრცელდა ქართველი შემტევის ბავშვობის ფოტო, სადაც ხვიჩას ჩელსის 2006/2007 წლების მაისური აცვია, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ ნაპოლის გარემარბი ადრეულ წლებში სწორედ არისტოკრატებს გულშემატკივრობდა. როგორც იცით, გრემ პოტერი აქტიურად აკვირდება იტალიის ჩემპიონატს, სადაც უამრავი ტალანტი გამოჩნდა და ერთ-ერთი მათგანი ხვიჩა კვარაცხელიაა. თუ ქართველი შემტევი ახლანდელ ფორმას შეინარჩუნებს და განვითარებას განაგრძობს, მაშინ დიდი შანსი იქნება, რომ ნაპოლიმ კვარაცხელია გასაოცარ ფასად გაასხვისოს", - Daily Express.

შეგახსენებთ, რომ ინგლისური კლუბებიდან კვარაცხელია "ტოტენჰემსა" და "ლიდს იუნაიტედს" ჯერ კიდევ მაშინ დაუკავშირეს, როდესაც ქართველი რუსეთში თამაშობდა, თუმცა, საბოლოოდ ხვიჩა ნეაპოლში აღმოჩნდა. გარდა ამისა, კვარაცხელიასგან უკვე ვიცით, რომ მისი საოცნებო გუნდი მადრიდის "რეალია".


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი