“კვარამ ყველა მოხიბლა” - დილეტა ლეოტა » სპორტის ხაზი

“კვარამ ყველა მოხიბლა” - დილეტა ლეოტა

“კვარამ ყველა მოხიბლა” - დილეტა ლეოტა
8-05-2023, 12:55
Aa Aa
გაზიარება:

გამორჩეულმა იტალიელმა ჟურნალისტმა, დილეტა ლეოტამ, რომელიც ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ ტელეკომპანიაში, DAZN-ში მუშაობს, “ნაპოლიზე” ისაუბრა და განსაკუთრებით ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია.

“ნაპოლიმ შესანიშნავი ფეხბურთი ითამაშა და ტიტული დამსახურებულად მოიპოვა. სხვა გუნდებთან შედარებით ისინი ყველაზე მეტად ახვევდნენ მეტოქეებს თავს საკუთარ თამაშს და თამაშობდნენ ფეხბურთს, რომელიც ლამაზი სანახავი იყო.

ლუჩანო სპალეტის შრომა ბევრ ტაშს იმსახურებს, რადგან მას ყოველთვის სჯეროდა თავისი იდეების.

მთელ ევროპას შეუყვარდა კვარა, განსაკუთრებით ლივერპულთან თამაშით, სპორტის ყველა მოყვარული მოიხიბლა ქართველის თვისებებით, ყველა აკვირდებოდა ბიჭს, რომელსაც არ იცნობდნენ" - განაცხადა დილეტამ.

კვარა ნეაპოლურ კლუბს მინდინარე სეზონის დასაწყისში შეუერთდა, ახალ თანაგუნდელებთან მალე ადაპტირდა და შესანიშნავი თამაშით ყველას თავი დაამახსოვრა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი