კვარამ პენალტი მოიპოვა - რა შეფასება დაუწერეს ქართველს ფიორენტინასთან? » სპორტის ხაზი

კვარამ პენალტი მოიპოვა - რა შეფასება დაუწერეს ქართველს ფიორენტინასთან?

კვარამ პენალტი მოიპოვა - რა შეფასება დაუწერეს ქართველს ფიორენტინასთან?
7-05-2023, 22:48
Aa Aa
გაზიარება:

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა სერია A-ს შეხვედრა, რომელშიც ნაპოლიმ ფიორენტინას უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

აღნიშნული მატჩის მეორე ტაიმში ვიქტორ ოსიმენმა პენალტის ნიშნულიდან გატანის პირველი შანსი მიიღო, რომელიც ნიგერიელმა ფეხბურთელმა ვერ გამოიყენა, რამდენიმე წუთში კი მეორე პენალტი ხვიჩა კვარაცხელიამ მოიპოვა, ის კი ოსიმენმა გოლად აქცია და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

რაც შეეხება ხვიჩას შეფასებას, მას უცხოურმა Sofascore-მ 7.0 სარეიტინგო ქულა დაუწერა, მატჩის საუკეთესო კი ნაპოლის მეკარე, პიერლუიჯი გოლინი გახდა, რომელმაც 7.6 მიიღო.

ცნობისთვის, ნაპოლი სერია A-ს მომდევნო შეხვედრას 14 მაისს გამართავს, მეტოქე კი მონცა იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი