“კვარაცხელია ამ სეზონის მთავარი აღმოჩენაა” - მარჩელო ლიპი » სპორტის ხაზი

“კვარაცხელია ამ სეზონის მთავარი აღმოჩენაა” - მარჩელო ლიპი

“კვარაცხელია ამ სეზონის მთავარი აღმოჩენაა” - მარჩელო ლიპი
7-05-2023, 13:39
Aa Aa
გაზიარება:

გამორჩეულმა და ერთ-ერთმა ყველაზე სახელოვანმა იტალიელმა მწვრთნელმა, მარჩელო ლიპიმ, რომელიც ტურინის “იუვენტუსსა” და იტალიის ნაკრებს ხელმძღვანელობდა, ასევე 2006 წელს “სკუადრა აძურას” ტრიუმფის ერთ-ერთი შემოქმედია, ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

"ნაპოლიმ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და ბრწყინვალე ფეხბურთი შემოგვთავაზა. სასიამოვნოა, რომ გუნდმა, რომელმაც ჯადოსნური თამაში აჩვენა, სკუდეტო მოიგო.

ამ ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიაა. ვფიქრობ, ის ამ სეზონის მთავარი აღმოჩენაა. ფეხბურთელი, რომელიც საინტერესოა თამაშის ნებისმიერ მომენტში" - განაცხადა ყოფილმა სპეციალისტმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.