ლოჩოშვილის მორიგი დიდებული მატჩი - რა შეფასება დაიმსახურა ქართველმა » სპორტის ხაზი

ლოჩოშვილის მორიგი დიდებული მატჩი - რა შეფასება დაიმსახურა ქართველმა

ლოჩოშვილის მორიგი დიდებული მატჩი - რა შეფასება დაიმსახურა ქართველმა
7-05-2023, 12:02
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სერია A-ს 34-ე ტურში “კრემონეზემ” შინ “სპეციას” უმასპინძლა. დავიდე ბალარდინის შეგირდებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. გატანილი გოლები დანიელ ჩიოფანისა და ხუან ვასკესის ანგარიშზეა. ამ დროისათვის კრემონული კლუბი მე-19 ადგილს იკავებს 24 ქულით, თუმცა მე-17 ადგილზე მყოფ “ვერონას,” რომელიც დღეს “ლეჩეს” შეხვდება, სამი ქულით ჩამორჩება.

რაც შეეხება გუშინდელ მატჩში ქართველი ფეხბურთელის ლუკა ლოჩოშვილის ასპარეზობას, მან მოედანზე 90 წუთი გაატარა და ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. ამაზე Sofascore-ს შეფასებაც მეტყველებს, ლუკამ 7.7 ქულა დაიმსახურა.

მომდევნო 35-ე ტურში “კრემონეზე” ტურინის “იუვენტუსს” ესტუმრება. შეხვედრა 14 მაისს შედგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი