"ოსასუნასთან თანაბარ შეხვედრას ველით" - კარლო ანჩელოტი ფინალის წინ » სპორტის ხაზი

"ოსასუნასთან თანაბარ შეხვედრას ველით" - კარლო ანჩელოტი ფინალის წინ

"ოსასუნასთან თანაბარ შეხვედრას ველით" - კარლო ანჩელოტი ფინალის წინ
6-05-2023, 23:20
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, 2022/2023 წლების სეზონის კოპა დელ რეის ფინალი დღეს, ჩვენი დროით 00:00 საათზე ოსასუნასა და რეალს შორის შედგება.

აღნიშნული მატჩის დაწყებამდე გთავაზობთ მადრიდის რეალის დამრიგებლის, კარლო ანჩელოტის კომენტარს, რომელიც მან ფინალის შესახებ გააკეთა:

"ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი და ორგანიზებული მეტოქე. თანაბარ მატჩს ველი, სადაც ყველა დეტალს მნიშვნელობა ექნება. ფინალში ვართ და აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. ფინალში თამაშს ყველა მოთამაშე იმსახურებს. თერთმეტეულის არჩევა გამიჭირდება, მაგრამ ვეცდებით, საუკეთესო შემადგენლობა შევარჩიო."

"თასის მოგება გვჭირდება, დიდი ხანია რეალს ლა კოპაზე წარმატებისთვის არ მიუღწევია. თუ გავიმარჯვებთ პომპეზურადაც აღვნიშნავთ. არ ვიცი რა ფორმატში და როგორ, მაგრამ ჩემპიონობა ისე არ ჩაივლის."

"ბოლო მატჩებში გოლები გავუშვით, მაგრამ ფინალში დაცვის ხაზი მოწოდების სიმაღლეზე იდგება. გასახდელში ბრწყინვალე ატმოსფეროა, რეალი მოედანზე გამარჯვებისთვის გავა. ჩვენ გვაქვს ერთობა, რომელსაც არ ვუღალატებთ."
- კარლო ანჩელოტი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი