"ნაპოლი სკუდეტოს დამსახურებული გამარჯვებულია" - მასიმილიანო ალეგრი » სპორტის ხაზი

"ნაპოლი სკუდეტოს დამსახურებული გამარჯვებულია" - მასიმილიანო ალეგრი

"ნაპოლი სკუდეტოს დამსახურებული გამარჯვებულია" - მასიმილიანო ალეგრი
6-05-2023, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ჩემპიონატის 34-ე ტურში ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი ატალანტასა და იუვენტუსს შორის 8 მაისს გაიმართება.

ამავე შეხვედრის პრესკონფერენციაზე "ბებერი ქალბატონის" დამრიგებელს, მასიმილიანო ალეგრის შეკითხვა ნაპოლის ნაადრევი ჩემპიონობის შესახებ დაუსვეს, რაზეც მან შემდეგი რამ თქვა:

"სეზონები ყოველთვის ერთმანეთს არ ჰგავს, თუმცა როდესაც გუნდი იგებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ყველაზე ძლიერი იყო. ნაპოლიმ იტალიის ჩემპიონობა დაიმსახურა როგორც ციფრებისა და სტატისტიკის, ისე ნებისმიერი სხვა თვალსაზრისით."

"მომავალი სეზონი განსხვავებული იქნება, თუმცა ახლა მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ნაპოლის სკუდეტოს მოპოვებას ხელახლა ვულოცავ, მათ ტრიუმფი მართლაც დაიმსახურეს."
- მოჰყავს ალეგრის სიტყვები Spazionapoli-ს

შეგახსენებთ, რომ ტურინის იუვენტუსს 15 ქულის დაბრუნების შემდეგ მთავარი საზრუნავი ის აქვს, რომ ადგილი ჩემპიონთა ლიგის ზონაში დაიმკვიდროს. ამ ეტაპზე ისინი სერია A-ს მე-3 ადგილს 63 ქულით იკავებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი