"ჩელსი დიდი გუნდია, მაგრამ შესაძლოა, რომ მომავალში აზრი შემეცვალოს" - ფრენკ ლამპარდი » სპორტის ხაზი

"ჩელსი დიდი გუნდია, მაგრამ შესაძლოა, რომ მომავალში აზრი შემეცვალოს" - ფრენკ ლამპარდი

"ჩელსი დიდი გუნდია, მაგრამ შესაძლოა, რომ მომავალში აზრი შემეცვალოს" - ფრენკ ლამპარდი
6-05-2023, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

ლონდონის ჩელსის ყოფილ ფეხბურთელს, ამჟამად კი მის მთავარ მწვრთნელს, ფრენკ ლამპარდს შეკითხვა კარიერული მომავლის შესახებ დაუსვეს. აი, რა პასუხი გასცა მან ადგილობრივ ჟურნალისტებს:

"რთულია ამაზე დაზუსტებით გიპასუხოთ. ახლა მხოლოდ ის ვიცი, რომ ჩემი მიზნების შესაფერისი კლუბისა და პროექტის ძიებაში ვარ. ნამდვილად არ მინდა, რომ მეტად პრეტენზიული გამოვჩნდე, თუმცა თქვენითაც ხედავთ, რომ დიდ კლუბებში მუშაობა დიდი საქმეების კეთებასაც მოითხოვს, მე კი ამისთვის დრო და ნდობის ფაქტორი მჭირდება. მსურს, რომ განვითარება შევძლო, გზად კი რა დაბრკოლებაც შემხვდება ყველაფერს გავუმკლავდები, ამისთვის სრულ მზადყოფნაში ვარ."

"ჩემი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში არაერთი პრობლემა შემექმნა, თუმცა რას ვიზამთ, ცხოვრების რეალური სახე ასეთა. მე ძალიან იღბლიანი ვარ, რადგან ჩელსის მეორეჯერ ვუდგავარ სათავეში, მანამდე კი ევერტონსა და დერბის ვწვრთნიდი. ცხადია, სამივე დიდი კლუბია, თუმცა შესაძლოა, რომ მომავალში შეხედულებები შემეცვალოს."
- თქვა ლამპარდმა

შეგახსენებთ, რომ ინგლისელი სპეციალისტის გუნდი პრემიერ ლიგის მე-12 პოზიციას 39 ქულით იკავებს. მათ შიდა ჩემპიონატში ბოლოს 11 მარტს ლესტერთან გაიმარჯვეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი