როგორც Team Talk-ი იტყობინება, “ბარნლის” კვლავს აქვს ინტერესი ქართველი ფეხბურთელის, გიორგი მიქაუტაძის მიმართ. ბრიტანულ გამოცემას თუ დავეყრდნობით, ვინსენტ კომპანის გუნდი მზად არის, რომ “მეცის” ლიდერში 12 მილიონი ევრო გადაიხადოს. ტრანსფერს ის ფაქტიც ხდის უფრო რეალურს, რომ ფრანგული კლუბი სარფიან გარიგებაზე თანახმაა და თანხის მიღება სურს.
“ბარნლი” 2023/24 წლების სეზონიდან უკვე ინგლისის პრემიერ ლიგაში იასპარეზებს. შესაბამისად, ხელმძღვანელობა ცდილობს, რომ შემადგენლობა გააძლიეროს და დაალაგოს.
რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს, მას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 32 შეხვედრაში 20 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მოუგროვდა.