დე ლაურენტისი: “მილანთან მსაჯის გამო დავმარცხდით” » სპორტის ხაზი

დე ლაურენტისი: “მილანთან მსაჯის გამო დავმარცხდით”

დე ლაურენტისი: “მილანთან მსაჯის გამო დავმარცხდით”
6-05-2023, 12:04
Aa Aa
გაზიარება:

“ნაპოლის” გაჩემპიონების შემდეგ აურელიო დე ლაურენტისმა მისი გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგის მნიშვნელობაზე ისაუბრა და “მილანთან” მატჩი გაიხსენა.

“ახლა ჩემპიონთა ლიგის მოგების დროა. ამ ტურნირზე მიმდინარე სეზონშიც საუკეთესოები ვიყავით და ასპარეზობას მხოლოდ ცუდი მსაჯობის გამო გამოვეთიშეთ, თუმცა ესაა ფეხბურთი, ესაა უეფა. სწორედ ამიტომ ჩემპიონთა ლიგის მოგებას მომავალ სეზონში კიდევ ერთხელ ვეცდებით.”

“პარტენოპეი” “როსონერისთან” მეოთხედფინალურ დუელში ორი შეხვედრის ჯამში ანგარიშით 1-2 დამარცხდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი