ეს ბევრმა არ იცოდა - აი რა გაუკეთებია ხვიჩა კვარაცხელიას წალენჯიხისთვის » სპორტის ხაზი

ეს ბევრმა არ იცოდა - აი რა გაუკეთებია ხვიჩა კვარაცხელიას წალენჯიხისთვის

ეს ბევრმა არ იცოდა - აი რა გაუკეთებია ხვიჩა კვარაცხელიას წალენჯიხისთვის
5-05-2023, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს საქართველოს ნაკრებისა და აწ უკვე ნაპოლის ახალგაზრდა ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია რამდენიმე წლის წინ დაეხმარა.

მისივე ცნობით, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ხვიჩა რუბინში თამაშობდა და 19 წლის იყო, მისი ფინანსური მხარდაჭერით, 50 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ, მრავალშვილიან, შშმ პირებს, ხანდაზმულ მარტოხელებს, ვეტერანი ფეხბურთელების ოჯახებს. სასაჩუქრე ვაუჩერი 100 ოჯახს გადაეცა.

ამ საქციელის გამო, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ ხვიჩას თანადგომისთვის საჯარო მადლობა გადაუხადა.

"ოდნავ მოგვიანებით კი, საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და საფეხბურთო კლუბ „თელავის“ დამფუძნებელმა, ალექსანდრე ამისულაშვილმა, თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი 150 ოჯახისათვის 25 ათასი ლარის ღირებულების სურსათი შეიძინა. ფამაგუსტას ანორთოსისის 18 წლის მეკარე ლუკა მიქაია ზუგდიდის ათ შეჭირვებულ ოჯახს 500-ლარიანი პაკეტით დაეხმარა. სიკეთე გადამდებია მეგობრებო…" – ნათქვამია განცხადებაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი