Goal 90: 7 ფაქტი, რაც შეიძლება ხვიჩა კვარაცხელიაზე არ იცოდეთ » სპორტის ხაზი

Goal 90: 7 ფაქტი, რაც შეიძლება ხვიჩა კვარაცხელიაზე არ იცოდეთ

Goal 90:  7 ფაქტი, რაც შეიძლება ხვიჩა კვარაცხელიაზე არ იცოდეთ
5-05-2023, 19:56
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილმა გვერდმა (Goal 90) - მა ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე საინტერესო ვიდეო გაავრცელა, წარწერით - "7 ფაქტი, რაც შეიძლება ხვიჩა კვარაცხელიაზე არ იცოდეთ"

1) "კვარადონა" - ყველასათვის ცნობილია, რომ "ნაპოლის" ლეგენდა დიეგო მარადონა იყო. გუნდმა მის საპატივსაცემოდ სტადიონსაც არგენტინელი ფეხბურთელის სახელი დაარქვა. ბევრ ფეხბურთელს : ლორენცო ინსინიეს, კრის მერტენსს, გონსალო იგუაინს ბევრი გაუკეთებია ნეაპოლელი გულშემატკივრისთვის, თუმცა მათთვის ზედმეტსახელი არასდროს შეურქმევიათ. ამ 21 წლის ბიჭმა კი რამდენიმე თვეში შეძლო ეს და დღეს მას იტალიაში "კვარადონად" მოიხსენიებენ.

2) "ქართველი მესი, რომელიც კრიშტიანუ რონალდუს ფანია" - ხვიჩა კვარაცხელიას მშობლიურ ქალაქში ყველა მას მესის ადარებს, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ 21 წლის შემტევის იდიალი კრიშტიანუ რონალდუა. ამის გამო ხვიჩას 7 ნომრიანი მაისურის მიღება სურდა, თუმცა ეს ნომერი უკვე დაკავებული იყო. "კვარადონამ" საბოლოდ 77 ნომერი აირჩია, რადგან მას სურდა მის მაისურზე ციფრი შვიდიანი ყოფილიყო.

3) - "ხვიჩა საფეხბურთო ოჯახში დაიბადა" - კვარაცხელია საქართველოში, ყოფილი ფეხბურთელის ოჯახში დაიბადა. ბადრი კვარაცხელია, ხვიჩა კვარაცხელიას მამაა, რომელიც ყოფილი ფეხბურთელია. ბადრი აზერბაიჯანსა და საქართველოში თამაშობდა, მას საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც აქვს ნათამაშები. ხვიჩას უცროსი ძმა, თორნიკე კვარაცხელია, ასევე ფეხბურთელია. ის თორნიკე 12 წლისაა.

4) - " რუსეთ-უკრაინის ომი და რუბინის დატოვება" - 2019 წელს კვარაცხელია უფასოდ მოსკოვის "ლოკომოტივს" შეუერთდა, თუმცა იმავე წელს "რუბინში" გააგრძელა საფეხბურთო კარიერა. ის გუნდის ლიდერი და გამორჩეული ფიგურა იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინასთან ომი დაიწყო, UEFA-მ ფეხბურთელებს რუსულ კლუბებთან კონტრაქტის გაწყვეტა და სხვა კლუბში გადასვლის საშუალება მისცა. კვარაცხელიამ "რუბინი" 2020 წლის 24 მარტს დატოვა და დროებით საქართველოში, კერძოდ დინამო "ბათუმში" გააგრძელა კარიერა, ზაფხულში კი "ნაპოლის" შეუერთდა.

5) - "ასეთი ტალანტის დაკარგვამ ჩემი ცრემლები გამოიწვია" - 2019 წლის თებერვალში კვარაცხელია მოსკოვის "ლოკომოტივში" გადავიდა, სადაც 5 თვე ითამაშა. ამ დროის განმავლობაში მან 10 შეხვედრა ჩაატარა, სადაც როგორც გულშემატკივრებზე, ისე მწვრთნელზე დიდი შთებეჭდილება მოახდინა. თუმცა, გუნდმა კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ ქართველი "რუბინში" გაუშვა - ლოკომოტივის მთავარმა მწვრთნელმა, იური სემინმა კი მედიასთან ასეთი რამ განაცხადა: "ასეთი ტალანტის დაკარგვამ ჩემი ცრემლები გამოიწვია."

6) - "ხვიჩა კვარაცხელიას შეყვარებული" - კვარაცხელია დიდი ხანია, რაც უერთიერთობაშია ქართველ გოგოსთან. როდესაც ხვიჩა ნაპოლიში გადავიდა, მას ოჯახი თან წაყვა, თუმცა კვარაცხელიას შეყვარებულმა ეს არ მოინდომა და სამშობლოში დარჩენა გადაწყვიტა. მთავარი მიზეზი კი სასწავლებელი იყო. ახალგაზრდა გოგონა სამედიცინოზე სწავლობს, ამიტომ არ სურდა მისი კარიერა იტალიაში გადასვლით დასრულებულიყო.

7) - "live is life" - კვარაცხელია, მას შემდეგ, რაც "ნაპოლიში" ოფიციალურად გადავიდა, თანაგუნდელებთან იმღერა (live is life) რომელიც მალე მთელ სოციალურ ქსელს მოედო. განსაკუთრებით სასიხარულო იყო ეს პარტენოპეის გულშემატკივრებისთვის, რომლებსაც ეს სიმღერა მარადონასთან აკავშირებთ. 1989 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, როდესაც ერთმანეთს "ბაიერნი" და "ნაპოლი" დაუპირისპირდნენ, ფეხბურთელები მატჩის დაწყებამდე მოედანზე გასახურებლად შემოვიდნენ. ამ დროს სტადიონზე "ჩართული" იყო სიმღერა live is life. ლეგენდარული არგენტინელი კი ამ სიმღერის ფონზე თან ცეკვავდა, თან ხურდებოდა (ეს ვიდეო შემდეგ მთელ სოციალურ ქსელს მოედო). სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ შეარქვეს ხვიჩას "კვარადონა"


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი