ნდობა არტეტას - რამდენ მილიონ ევროს მიიღებს ესპანელი ტრანსფერების გასაკეთებლად? » სპორტის ხაზი

ნდობა არტეტას - რამდენ მილიონ ევროს მიიღებს ესპანელი ტრანსფერების გასაკეთებლად?

ნდობა არტეტას - რამდენ მილიონ ევროს მიიღებს ესპანელი ტრანსფერების გასაკეთებლად?
5-05-2023, 23:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ჟურნალისტი მიგელ დელანი წერს, მიკელ არტეტას ზაფხულში არსენალის გაძლიერება დიდი ოდენობის თანხით შეეძლება.

დელანის ინფორმაციით, არსენალის ხელმძღვანელობა ესპანელ სპეციალისტს სეზონის ბოლოს 170 მილიონ ევროს გამოუყოფს, რათა არტეტამ რამდენიმე ვარსკვლავის დამატება და გუნდის კიდევ უფრო გაძლიერება შეძლოს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში არსენალს ყველაზე მეტად ვესტ ჰემისა და ინგლისის ნაკრების ნახევარმცველს, დეკლან რაისს უკავშირებენ, რომელსაც კარიერული წინსვლა სურს, ამ ფორმაციის არსენალი კი მისთვის იდეალური ვარიანტი იქნებოდა.

შეგახსენებთ, რომ არსენალმა პრემიერ ლიგის პირველი ადგილი დაკარგა, რომელიც ამჟამად პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტის ეკუთვნის. ამ მონაცემებით "ქალაქელები" პირველ ადგილს 79 ქულით იკავებენ და ერთი შეხვედრა მარაგშიც აქვთ, არსენალი კი მათ ერთი ქულით ჩამორჩება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი