"ამ წარმოუდგენელმა ქალაქმა სკუდეტო დაიმსახურა" - სილვიო ბერლუსკონი » სპორტის ხაზი

"ამ წარმოუდგენელმა ქალაქმა სკუდეტო დაიმსახურა" - სილვიო ბერლუსკონი

"ამ წარმოუდგენელმა ქალაქმა სკუდეტო დაიმსახურა" - სილვიო ბერლუსკონი
5-05-2023, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიელი ბიზნესმენი და საფეხბურთო კლუბ მონცას მფლობელი, სილვიო ბერლუსკონი ნაპოლის ჩემპიონობას ამ წერილით ეხმაურება:

"ნეაპოლი სკუდეტოს მოგებას ზეიმობს, ნეაპოლი, რომელიც ამას მართლაც იმსახურებდა. ყველას გულით გილოცავთ, თქვენ წარმოუდგენელი ქალაქის შვილები ხართ და ტიტულის მოგება დაიმსახურეთ."

"თავად მილანში ვარ დაბადებული, თუმცა ჩემი გული ბოლომდე ნეაპოლს ეკუთვნის. მათ გამარჯვებას კიდევ ერთხელ დიდი სიხარულით ვულოცავ."
- დაწერა ბერლუსკონიმ

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ბერლუსკონი უკვე 86 წლისაა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არც ისე კარგად გამოიყურება. მაგალითისთვის, Corriere della Sera-მ დაწერა, რომ ექიმებმა ის რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში გადაიყვანეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი