ლიონელ მესი პარი სენ-ჟერმენს ამ დღეებში დატოვებს? | დეტალები » სპორტის ხაზი

ლიონელ მესი პარი სენ-ჟერმენს ამ დღეებში დატოვებს? | დეტალები

ლიონელ მესი პარი სენ-ჟერმენს ამ დღეებში დატოვებს? | დეტალები
5-05-2023, 21:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ლეო მესის პარი სენ-ჟერმენმა ფეხბურთის თამაში 2 კვირით აუკრძალა, მიზეზი კი ის გახდა, რომ არგენტინელი ვარსკვლავი საუდის არაბეთს კლუბისგან დაუკითხავად ეწვია.

ამ და სხვა უამრავი მიზეზის გამო (ცუდი პერსპექტივები, ფანებთან დამოკიდებულება, გუნდის ერთსულოვნება), ლეო მესის გადაწყვეტილი აქვს, რომ პსჟ უახლოეს პერიოდში დატოვოს, კარიერა კი ბარსელონაში გააგრძელოს.

როგორც Le Parisien-ისგან ვიგებთ, შესაძლოა, რომ მესიმ პარიზული გუნდი 15 მაისამდეც კი დატოვოს. გარდა Le Parisien-ისა, ანალოგიურს ამბობს ფაბრიციო რომანოც, რომელიც მესისა და პსჟ-ის გზების გაყრას ოფიციალურად ადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესი პარი სენ-ჟერმენში 2021/2022 წლების სეზონიდან თამაშობს, მისი კონტრაქტი კი ამავე წლის ზაფხულში იწურება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი