Superdeporte-ს ექსკლუზივი - გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის სხვა გუნდში ითამაშებს? » სპორტის ხაზი

Superdeporte-ს ექსკლუზივი - გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის სხვა გუნდში ითამაშებს?

Superdeporte-ს ექსკლუზივი - გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის სხვა გუნდში ითამაშებს?
5-05-2023, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი იწერება გიორგი მამარდაშვილის შესაძლო ტრანსფერის შესახებ, რომელსაც გეზი ინგლისისკენ აქვს აღებული.

მიუხედავად ამისა, რამდენიმე საათის წინ, ესპანურმა Superdeporte-მ სრულებით მოულოდნელი ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც გიორგის არა რომელიმე პრემიერ ლიგის გრანდი, არამედ ვილიარეალი შეიძენს:

"ბოლო სეზონში ვალენსია ეკონომიკურ კრიზისში იმყოფება, რომელიც ჯერ კიდევ არ აღმოფხვრილა. "ღამურები" ლა ლიგაში დარჩენისთვის გამალებით იბრძვიან, ხოლო კლუბის მფლობელი კი, კერძოდ პეტერ ლიმი ვალენსიადან წასვლას გეგმავს. ამის პარალელურად, ესპანური კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაში დიდი სიახლეებია მოსალოდნელი."

"ვალენსიას პრეზიდენტი ამ მომენტისთვის გიორგი მამარდაშვილის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, ოღონდ არა რომელიმე ინგლისურ კლუბთან (რომლებსაც გიორგის უკავშირებდნენ), არამედ ვილიარეალთან, რომელსაც შეუძლია, რომ გიორგი 15 მილიონ ევროდ შეიძინოს (გიორგის რეალური ფასი 25 მილიონია)."
- წერს ესპანური ვებგვერდი

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი ვალენსიაში 2021 წლიდან თამაშობს, მისი ამჟამინდელი კონტრაქტი კი კლუბში დარჩენას 2027 წლის ზაფხულამდე ითვალისწინებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.