"მბაპეს ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ, ვფიქრობ...", - რეალის ქომაგები ხვიჩას ტრანსფერს ითხოვენ » სპორტის ხაზი

"მბაპეს ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ, ვფიქრობ...", - რეალის ქომაგები ხვიჩას ტრანსფერს ითხოვენ

"მბაპეს ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ, ვფიქრობ...", - რეალის ქომაგები ხვიჩას ტრანსფერს ითხოვენ
5-10-2022, 20:25
Aa Aa
გაზიარება:

კვარაცხელიას ჩინებულ თამაშზე დღეს სრულიად საფეხბურთო სამყარო ლაპარაკობს - ქართველი შემტევი გულშემატკივართა გაოცებას არ წყვეტს.

ამჯერად, კვარაცხელიას "მსხვერპლი" აიაქსი აღმოჩნდა, ხვიჩამ ამსტერდამელებს გოლი გაუტანა და მთელი მატჩის განმავლობაში აქტიური იყო - ისე კი ნაპოლიმ ნიდერლანდური კლუბი გასვლაზე 1:6 გაანადგურა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, რეალ მადრიდის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მისთვის კვარაცხელიას კარგი თამაში სიურპრიზი არ არის, რადგან მას ჯერ კიდევ მაშინ აკვირდებოდა, როცა ნაპოლიში მუშაობა.

ანჩელოტის ამ განცხადების შემდეგ კი სამეფო კლუბის ქომაგები სოციალურ ქსელებში კვარაცხელიას დამატებას აქტიურად ითხოვენ:

"კვარაცხელია და ბარელა 2023 წლის ზაფხულში შესანიშნავი ტრანსფერები იქნებოდა."

"კარლო, მოგვიყვანე ეს ბიჭი! ჩვენ კვარა გვჭირდება."

"შეიძინეთ ეს ბიჭი რაც შეიძლება მალე, სანამ მაღალი ფასი დაედება."

"მბაპეს ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ, ვფიქრობ კარგი ვარიანტი იქნება."

ცხადია, ეს მხოლოდ მცირე რიცხოვანი გულშემატკივრების აზრი და სურვილია, თუმცა მაინც სასიხარულოა, რომ ქართველ ფეხბურთელს სამეფო კლუბშიც ჰყავს ქომაგები - თანაც უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კვარაცხელია რეალ მადრიდის ქომაგია და მისი ბავშვობის ოცნება, სწორედ სამეფო კლუბში თამაშია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი